უამინდობის გამო კობში ჩარჩენილ დამსვენებლებს გუდაურში გადაიყვანენ - საბაგირომ სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა
მგზავრებს, რომლებიც უამინდობის გამო კობში არიან ჩარჩენილი, გუდაურში საბაგიროთი გადაიყვანენ. მათი ტრანსპორტირებისთვის გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო უკვე ჩაირთო და 17:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრობა უფასოა.
კობი-გუდაურის გზა დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო ჩაკეტილია.