19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
კასპში მძევლად აყვანის საქმეზე დაკავებულს​ ბრალი წარედგინა - მან ოფიციალური დადგენილება დახია

პოლიციელს, რომელმაც კასპში ორი მძევალი აიყვანა, ბრალი წარუდგინეს. საპროცესო მოქმედება გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შედგა.

როგორც სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ამბობს, გიორგი მენაბდიშვილმა ოფიციალური დადგენილება დახია.

ის ისევ დუმილის უფლებას იყენებს.

"მას გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ის ჩვენთან ოთახში არ შემოვიდა. მან დემონსტრაციულად დახია დადგენილება და გადააგდო. რა თქმა უნდა, იმავე პოზიციაზე რჩება, უკიდურესად გაღიზიანებული და ცუდ მდგომარეობაშია," - განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგლოშვილმა.

დღის ამბები