03 მაისი 2024,   03:36
ვრცლად
პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეს პოლიცია უკვე მესამე დღეა ეძებს

უკვე მესამე დღეა პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეს პოლიცია ეძებს - ძებნილი 46 წლის ხიზირ გაურგაშვილია.

პანკისის ხეობაში იმედი აქვთ, რომ დამნაშავე დაისჯება და ქისტური წესი, სისხლის აღება საჭირო არ გახდება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი უხუცესები უახლოეს პერიოდში მაინც შეიკრიბებიან, რათა ოჯახებს შორის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს.

მოკლულ იბრაჰიმ ქავთარაშვილის დანით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გამოძიების ვერსიით, მომხდარი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

დღის ამბები