19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
რუსთავში 12 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გასულ ღამით, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე, აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული გოგონა ჯერ რუსთავის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას მთელი ღამის განმავლობაში კვლევები უტარდებოდა. მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ის გონზეა და კონტაქტურია.

დღის ამბები