19 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს - სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ განახლდა

გელათის სამონასტრო კომპლექსში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ განახლდა.

პროცესში ისევ კომპანია "იკორთა 2007" მონაწილეობს. მას კონტროლს უწევს "ბაგინეთი +". საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

"ამწე გვჭირდება მასალის ასატანად. თუნუქის ხელოსნებიც და ყველა აქ არის იმისთვის, რომ სამუშაო შესრულდეს. დღეს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამუშაოები დასრულდეს. ალპინისტებიც ჩვენთან ერთად არიან კონსულტაციებისთვის და იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხოება ბოლომდე დაცული," - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა.

დღის ამბები