საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.
ამ წუთებში ირაკლი ჩავლეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარეს.