28 თებერვალი 2021,   20:22
ვრცლად
ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე მიმდინარე კვირას მოხდება

საქართველო ვაქცინის მოლოდინში - მიმდინარე კვირას დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე კენჭი ეყრება ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

პროექტი ბიუროზე გუშინ დაჩქარებული წესით დაინიცირდა. მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული და წამლის გვერდით მოვლენებს მთლიანად სახელმწიფო დააზღვევს.

"კოვაქსპლატფორმამ გეგმის საპასუხო დასტური იანვრის ბოლოს უნდა გამოგზავნოს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველო პირველი კვარტლის დიაპაზონში მიიღებს ვაქცინას.

"ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებული რეგულაცია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია ექნება. მე ვფიქრობ, რომ საქართველო პირველი კვარტლის დიაპაზონში მიიღებს ვაქცინას,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები