07 სექტემბერი 2026,   03:38
ვრცლად
"მოსახლეობის მიზანია სამუშაოებისთვის ხელის შეშლა" - სამთვიანი პაუზის შემდეგ "ნამოხვანჰესის" სამუშაოები განახლდა

"ნამოხვანჰესის" მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

როგორც "ნამოხვანჰესი"ს მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათ პოლიციამ კარვის აღება მოსთხოვა, მათი ინფორმაციით, იგეგმება ჯვრის დემონტაჟი, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღმართეს.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს პროექტი საფრთხის შემცველია, თუმცა მათივე თქმით, ამას ყურადღებას არავინ აქცევს და დღეს სამუშაოები ისევ განახლდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოსახლეობაში განსაკუთრებული პროტესტი ტერიტორიიდან ჯვრის აღებამ გამოიწვია და არა კარვების დაშლამ. 

კომპანიის წარმომადგენლის ელენე ღუბიანურის განცხადებით, მოსახლეობის მიზანია სამუშაოებისთვის ხელის შეშლა.

"კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს სამუშაოები და სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ დაცული იყოს კანონიერი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა და დასკვნა საჯაროა, რომელიც დევს კონკრეტული უწყებების ვებგვერდზე. ამ ხალხმა პროტესტი მაინც გააგრძელა, ჩვენ მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდით კონსტრუქციული დიალოგის გზით მშვიდობიანად დაგვესრულებინა მოლაპარაკება," - აღნიშნა ელენე ღუბიანურმა

საპროტესტო მოძრაობა უკვე 98 დღეა გრძელდება, მოსახლეობა "ნამოხვანჰესის" მშენებლობას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები