მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაში დაეხმაროს - როგორც ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანას ორ მილიონნახევარი ტესტი და სასუნთქი აპარატები უკვე გადასცა და დახმარება ისევ გაგრძელდება.
მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე სებასტიან მოლინეუსმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრისას ისაუბრა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
"სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერება. დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე მნიშვნელოვნია კოვიდვაქცინა,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.