"ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეების კარვის დაშლის მოთხოვნას ხმაური მოყვა. მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და აცხადებენ, რომ კარავს თავის ხელით არ დაშლიან.
მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ტერიტორია, სადაც კარავია გაშლილი, არა ახალ, არამედ ძველ კომპანიას ეკუთვნის, რაც მათ ბევრ კითხვას უჩენს.
ჰესის მოწინააღმდეგეები საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვენ. მათ კარვის დაშლის მოთხოვნა ავტომობილების სიგნალებით გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგეებს კარვის დასაცლელად გარკვეული დრო მისცეს. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.