07 სექტემბერი 2026,   14:20
ვრცლად
სენაკის რაიონში სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრეს

სენაკის რაიონში 4 ადამიანი დაჭრეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული პირის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ ადამიანს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია იარაღი.

დღის ამბები