აქციაა ამ წუთებში წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში - მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს პროტესტის 99-ე დღეა.
ამ დროისთვის ნამოხვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა. დღეს დილიდან კომპანია "ენკამ" ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. კომპანიის წარმომადგენლებმა ჰესის ტერიტორიაზე ტექნიკა სამართალდამცავების დახმარებით შეიყვანეს.
დღეს დილიდან, ასევე, განახლდა ნამოხვანჰესის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტიც. რიონის ხეობის მოსახლეობა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მათი საპროტესტო აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ არ შეჩერდება ჰესის მშენებლობა.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი