05 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
ჯანმოს ექსპერტებმა უჰანის ბაზარი მოინახულეს - ჩინეთი მათ უმკაცრესად აკონტროლებს და დაბრკოლებებს უქმნის

უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფმა მოინახულა. მანამდე ექსპერტები საბითუმო ბაზარს ეწვივნენ. 13-წევრიანი ჯგუფი ჩინეთში ორი კვირა დარჩება. ​ჯანმოს წარმომადგენლებმა, რომლებიც პანდემიის წყაროებს სწავლობენ, დასკვნა უნდა დადონ.

გამოძიებას ჩინეთმა არაერთი დაბრკოლება შეუქმნა. ექსპერტებს ამ დრომდე უმკაცრესად აკონტროლებენ. ჯგუფმა მუშაობა მხოლოდ ხუთშაბათს დაიწყო, მანამდე - 14 დღე უჰანში ჩასული ექსეპერტები საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, ბევრი კითხვა ჯერ კიდევ ღიაა, ერთი წლის შემდეგ,COVID-19 მსოფლიოს ნომერი პირველ გამოწვევად რჩება. ერთი წლის შემდეგ, ქვეყნების ნაწილი ისევ შეზღუდვებით ცხოვრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის 31 იანვარს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9 826 შემთხვევა იყო გამოვლენილი. აქედან ინფიცირების შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ჩინეთში იყო აღრიცხული. ზუსტად ერთი წლის წინ, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 213-ს შეადგენდა. ამ მონაცემებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოში ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელი 103 მილიონს აჭარბებს და COVID-19-ს უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ლოკალურ შეზღუდვებს ამკაცრებს ავსტრალია. პერტისა და ფილის რეგიონებში კორონავირუსის ბრიტანული შტამის აღმოჩენის შედეგად 5 დღიანი ლოკდაუნი დაწესდა. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში შეეძლება. თუმცა, პარალელურად ქვეყანამ, სავალდებულო კარანტინის გარეშე საზღვარი გაუხსნა ახალ ზელანდიელებს. მწვანე ზონა მხოლოდ ცალმხრივად ამოქმედდა. ახალი ზელანდია კვლავ ძალაში ტოვებს 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

გერმანიის ხელისუფლებამ კი შავი ქვეყნების სია შეადგინა, რომელთანაც სატრანსპორტო მიმოსვლა სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე მკაცრად შეიზღუდება. რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, ოფიციალური ბერლინი უკვე უკვეთავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 2022 წლისთვის. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.

დღის ამბები