07 სექტემბერი 2026,   05:05
ვრცლად
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა შალიკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი დისტანციურად გაიმართა.

შალვა პოპას უფლებადამცველებმა გირაოს სახით მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ ირაკლი აფშილავამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შალვა პოპას, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შალვა პოპას, იგივე ბაჩანა შალიკაშვილის ადვოკატები მოსამართლეს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს, ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან, ახალგაზრდა მამაკაცი გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

ფაქტზე შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები