ზუგდიდში სამოქალქო აქტივისტები მათი თანამებრძოლის, გელა შედანიას მიმართ შესაძლო დაშინების ფაქტს აპროტესტებენ.
ისინი დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და შენობის ფასადზე სხვადასხვა საპროტესტო წარწერა დატოვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.
“მოძრაობა საქართველოსთვის” პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმას აგრძელებს, ისინი მოგვიანებით პოლიციის შენობისკენ გადაინაცვლებენ.
მოძრაობის წევრის, გელა შედანიას მტკიცებით, მის სახლში უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა და ამას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.