ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 601 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 469 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 255 385 შეადგინა.
კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3311 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18 244, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 615, PCR ტესტით - 6629
10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,98%, ბოლო 14 დღის - 3,64%, ბოლო 7 დღის - 3,41%
316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2094 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 421.