დღეს საქალაქო სასამართლომ გარეჯის საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოსამართლე მხარეთა პოზიციებს 5 საათის განმავლობაში ისმენდა. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალების უმრავლესობა საპროცესო კოდექსის დარღვევით არის მოპოვებული და მათი დართვა საქმეში არ უნდა მოხდეს.
რაც შეეხება პროკურატურას, ისინი დაცვის მხარის მხრიდან რუკებზე საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარების დაუშვებლობაზე საუბრობენ. არერთ მტკიცებულებასთან ერთად პროკურატურა ითხოვს საქმეს ივერი მელაშვილის მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებებიც დაემატოს. პროკურატურა ამბობს, რომ მელაშვილმა მათი პოზიციები გაამყარა, რასაც არ ეთანხმება ბრალდებული.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე შუამდგომლობებთან დაკავშირებით უცნობია. მომდევნო სხდომა 16 თებერვლისთვის გადაიდო.