ენგურის ხიდის გახსნის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივებს. მოსახლეობა გადაწყვეტილებას ელოდება.
ენგურის ხიდზე მიმოსვლა გასული წლის თებერვლიდან აიკრძალა, რამდენჯერმე გაიხსნა ჰუმანიტარული მიზნით და გადაადგილების უფლება დღემდე მხოლოდ პენსიონერებს აქვთ.
"100 ათასი ქართველი ჩაკეტილი ვართ, წამლებსაც ზუგდიდში ვყიდულობდით, ბაზარი მანდ იაფია, შვილები და შვილიშვილები მანდ არიან და წელიწადზე მეტია, არ მინახავს, ეს არის პრობლემა," - უთხრა "კურიერს" გალში მცხოვრებმა ქართველმა.
"ბევრი დგას ზემოთ, გადმოსასვლელზე, ერთი წელია არ გადმოვსულვარ,"- ამბობს გალში მცხოვრები პენსიონერი, რომელმაც დღეს საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.