ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლი ხანდაზმულ ქალს ეკუთვნოდა, რომლის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოყვანა მეზობლებმა მოახერხეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სახანძრო ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა ვერ შეძლო და ცეცხლის ჩაქრობას თავად სოფელში მცხოვრებლები ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებისგან გაჩნდა.