დიდუბეში აგლაძისა და გუდაუთის ქუჩის კვეთაზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიებსა და სასაწყობე ფართებს, სადაც ავეჯი და საღებავები იყო განთავსებული, ცეცხლი უკიდია.
ადგილზე 14 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე, არ არის ინფორმაცია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.