ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი ერთ-ერთ სასაწყობე ფართს გაუჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები ინახება. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ფართობს უკიდია ცეცხლი.
ადგილზე 14-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.