მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფოსტარში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, მანქანა გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა და მასში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.