19 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
უამინდობა ფოთში - 4-5 ბალიანი შტორმის შედეგად სანაპირო დასახლება დაიტბორა

ფოთში უამინდობაა. სინოპტიკოსების ინფორმაციით ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის შედეგადაც კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით სანიაღვრე არხები გავსებულია და ისინი შიშობენ, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, წყალი სახლებშიც შევა.

სინოპტიკოსები შტორმის სიმძლავრის დაკლებას დღის ბოლომდე პროგნოზირებენ.  

დღის ამბები