ონის მუნიციპალიტეტში, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში გუშინ დილიდან ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, მოხდა სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტების მიერ დადებული დასკვნის შემდგომ დაიწყება.
სტიქიის ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ალტერნატიული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.