18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ა.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა. ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები