25 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
პირები, რომლებიც გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სასმართლომ 1100 ლარით დააჯარიმა

გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ 1100 ლარით დააჯარიმა.

აქციაზე პოლიციამ ორი პირი პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაცვის მხარე ჯარიმების გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"დამაჯარიმებს 1100 ლარით ხულიგნობისთვის, მაგრამ როდესაც ვიკითხე, სად არის მასალები, რითი მიმტკიცებთ - არაფრის წარდგენა არ იყო. თქვეს, რომ უბრალოდ, სიტყვიერად, პოლიციელმა თქვა, რომ მე მერს სასქესო ორგანო ვუწოდე.

ამ ჯარიმას არ გადავიხდი და გავასაჩივრებ ,რა თქმა უნდა. თუ საჭირო იქნება, ციხეშიც ჩავჯდები," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი კახაბერ კვეკვესკირი.

დღის ამბები