19 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა" - პროექტის დასრულება შს მინისტრის მოადგილემ და ნიდერლანდების ელჩმა კონფერენციაზე განიხილეს

"საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა" - საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის დასრულების შესახებ ვიდეოკონფერენცია გაიმართა. პროექტის დახურვის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩიმა საქართველოში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლებმა მიიღეს.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას.

კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.

დღის ამბები