ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 267701-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 331 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 260597 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3406 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16391 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10091 , PCR ტესტით - 6300
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.37%, ბოლო 14 დღის - 2.7%, ბოლო 7 დღის - 2.4%
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1813 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში -253