ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოსახლეობა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიმდინარე აფეთქებებს აპროტესტებს.
ადგილობრივების განცხადებით, ცენტრალური მაგისტრალის ერთ-ერთ გვირაბი მათი სოფლის მახლობლად გადის, რაც მათ საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, აფეთქების დროს დაზიანდა სახლები და ჩავარდა მიწა, მოსახლეობა მოითხოვს, გვირაბის სამუშაოები აფეთქების გარეშე, სპეციალური ტექნიკით შესრულდეს.
ადგილობრივები ასევე, კომპენსაციას, ან უსაფრთხო ადგილზე გასახლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების განახლებას პოლიციის ძალით გეგმავს.