17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
პარლამენტთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 15 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციასა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს. მათ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიციამ მათი კუთხნილი კარავი მოიპარა, რასაც დაპირისპირება მოყვა. 

"ჯერ ახალგაზრდებს გვპარავენ, შემდეგ იპარავენ კარვებს. ესენი არიან ქურდები, კლასიკური გაგებით, მოსკოვში როგორც იქცევა რუსეთის ხელისუფლება, ისე იქცევა ეს ხელისუფლება, რუსული მეთოდებით,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა, ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან წავიდა, სადაც სავარაუდოდ, დაკავებულები გადაიყვანეს. 

დღის ამბები