19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
396 ინფიცირებული, 469 გამოჯანმრთელებული, 19 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 268097 შეადგინა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 469 ადამიანი - საქართველოში ვირუსი სულ 261066-მა ადამიანმა დაამარცხა. 

ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3425-ია. 

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 18015 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11021 , PCR ტესტით - 6994. 

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.2%, ბოლო 14 დღის - 2.6%, ბოლო 7 დღის - 2.4%.

დღის ამბები