სახლი მარნეულში, სადაც ახალგაზრდა წყვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახს ნაქირავები ჰქონდა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. დაღუპულია 23 წლის და 21 წლის ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი.
ნათესავები სახლის მეპატრონის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ეჭვობენ, რომ გამათბობელი სისტემა გაუმართავი იყო.
კიდევ ერთ ვერსიას, საკვებით ინტოქსიკაციას - გარდაცვლილების ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ისინი ამ დრომდე რუსთავის პროზექტურაში იმყოფებიან და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.