07 მაისი 2024,   20:43
ვრცლად
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ  

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მათ აქცია შენობის პირველ სართულზე ჩაატარეს და იქ მყოფ თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, არ შეუერთდნენ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერ აქციას.

დემონსტრანტების განცხადებით, მათ მიზანს შენობის დაკავება არ წარმოადგენს, მისივე თქმით, უბრალოდ სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ნებისმიერ შენობაში შესვლის შესაძლებლობა აქვთ.

პარალელურად, სომხეთის პრეზიდენტი საზოგადოებას ტოლერანტობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს. არმენ სარქისიანის განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლა კანონიერების ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.

​სომხეთში პოლიტიკური სიტუაცია რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა კი აღნიშნული ფაქტი გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

დღის ამბები