19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლია - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ covax- პლატფორმასთან მომხდარ გაუგებრობაზე და ვაქცინაციის პროცესის კიდევ ერთხელ გადავადებაზე პასუხისმგებელი პირი მინისტრი ვერ იქნება.

"მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი. 

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის. 

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები