30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ბინიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები