პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო.
პარლამენტთან ისევ ხმაურია. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს, პოლიცია კი მათ სამანქანო სივრცის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ამ დრომდე აქვს ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას და მცირე შეხლა-შემოხლას.
საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.