19 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჯარისკაცებთან ერთად ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში ინდოეთიდან შემოტანილი ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.

უკრაინამ AstraZeneca​-ს ვაქცინის 500 ათასი დოზა 23 თებერვალს მიიღო. ამჟამად, ქვეყანაში უკვე 5 ათასამდე ადამიანია აცრილი.

რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, გამონაკლისი მხოლოდ სომხეთია. აზერბაიჯანმა მოსახლეობის თითქმის 3% აცრა. ვაქცინაცია ჩინური კომპანია სინოვაკის მიერ წარმოებული პრეპარატით მიმდინარეობს. ჩინური ვაქცინით ცრის მოსახლეობას თურქეთიც. ქვეყანაში მოსახლეობის 8.3%-მა ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიიღო, ხოლო 2%-მა ორივე დოზა.

რაც შეეხება რუსეთს, აქ აცრები ადგილობირივი ვაქცინით "სპუტნიკით" მიმდინარეობს, ქვეყანაში ამ დრომდე მოსახლეობის თითქმის 2%-ია აცრილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები