20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
"სად არის ბადრი ესებუა" - ეს კითხვა გომელაურის თავზე დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვას ბადრი ესებუას ადგილსამყოფლის შესახებ დაუსვამს. 

მისივე თქმით, ის ყურადღებას გაამახვილებს ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და იმაზე, თუ რა კეთდება სისტემურად მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ. 

"სად არის ბადრი ესებუა - ეს არის კითხვა, რომელიც, ჩემი აზრით, არის ვახტანგ გომელაურის თავზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილივით, ვინაიდან ჩაუწყვეს ნახევარი მილიონი დოლარი ხურჯინში და გზა დავულოცეთ და გავუშვით. ასეთი ოპერაცია მე რომ ჩამეტარებინა, ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს, თვითონ კი ამაყობს, მაგრამ რითი ამაყობს, დღემდე ვერაფრით მივხვდი.

ოჯახში ძალადობა არის ჯოჯოხეთური რამ, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში. ზოგჯერ ეს ყველაფერი სრულდება ფატალურად და აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მოზარდები, ბავშვები არიან დაუცველები გარესამყაროს წინაშე. გვახსოვს ქაქუთის შემთხვევა. ამის მერე გაკეთდა თუ არა რამე სისტემურად იმისთვის, რომ უბრალოდ არ აღვრიცხავდეთ მსგავს შემზარავ და ტრაგიკულ ფაქტებს,"-აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება. მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები