17 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
მოლოდინი გვაქვს რომ მივიღებთ პასუხს, როდის, როგორ და რა ფორმით მოხდება ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება - გიორგი საბედაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილის თქმით, ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ისაუბრეს და უმთავრესი, რა თქმა უნდა, ზაზა გახელაძის უკანონოდ დაკავების საკითხი იყო.

"ირაკლი ანთაძე უფრო ზუსტად იტყვის დღევანდელი შეხვედრის შედეგებს. ჩვენ დღეს მოლოდინი გვქონდა და გვაქვს, რომ მივიღებთ პასუხს იმის შესახებ თუ როდის, როგორ და რა ფორმით მოხდება ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

დღევანდელი შეხვედრის მიზანს სწორედ ეს წარმოადგენდა. შესაძლოა, კონკრეტული თარიღი, დიდი ალბათობით, დასახელებული არ იქნებოდა, თუმცა იმის ფარგლებში, რისი გაზიარებაც შესაძლებელი იქნება, რომ პროცესი არ დაზიანდეს, ირაკლი ანთაძე ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გააკეთებს კომენტარს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ჩვენს ველოდებოდით და ველოდებით კონკრეტული მონახაზის გეგმის გადმოცემას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ.

ვერ გეტყვით კონკრეტულ პასუხს ჟენევის დისკუსიებამდე იქნება შესაძლებელი, თუ ჟენევის დისკუსიების შემდეგ. თუ მანამდე მოხდება, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა - ჟენევის დისკუსიები ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ამ თვალსაზრისით და ჟენევის დისკუსიებზეც მოხდება საკითხის განხილვა," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

დღის ამბები