ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინების შემოტანისთანავე მოსახლეობა პირბადეებს ვერ მოიხსნის და მთავრობას ეს მოლოდინი არ უნდა შეექმნა.
"ეს პროცესი საკმარისად გამჭირვალე არ იყო, რამაც ცრუ მოლოდინები შექმნა, რომ აი, პირველი პარტია როდესაც შემოვა და ავიცრებით, გადავაგდებთ პირბადეს - ვერ გადავაგდებთ პირბადეს! სანამ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს არ ავცრით, ესეც მაშინ, როდესაც დიდ ქალაქებში მესამედს, ანუ 30% ექნება გადატანილი, პირბადეს ვერ მოვიხსნით.
მეცნიერულად ვერ იტყვი, რომ იმუნიტეტი ისეთივე სიმყარის არის გადატანის შემდეგ, მაგრამ არც ის ვიცით ვაქცინის შემდეგ, როგორ არის იმუნიტეტი.
არსებობს ახალი ვაქცინები, რომლებიც იქნებიან მულტიფოკუსური. ისინი სხვადასხვა ვარიაციებზე და მუტაცებზეც იქნებიან მორგებული,"-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.