19 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
"დაიწყეთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან და ვაქცინის ჩამოტანა" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პირდაპირ კომპანიებთან დაიწყონ, გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"მსოფლიოს 111 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია. ჩვენზე გაცილებით ნაკლები ეკონომიკური განვითარების ქვეყნებშიც კი ვაქცინაცია დაწყებულია. 

კიდევ უფრო უარესია, რომ ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის მთავრობაში, თითქოს ვაქცინა საჭირო არ არის. ახლა გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ ვაქცინის ჩამოტანა პანაცეა არ არის.

მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს, ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვის ხიდზე, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ, რომ გონს მოეგოთ?!

დაიწყეთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან და ვაქცინის ჩამოტანა. ვერ გავხსნით ქვეყნის ეკონომიკას ასე, მით უფრო, რომ ახლა გვეუბნებიან, მესამე ფაზისთვის იყავით მზადო.

თუ მასიურ ვაქცინაციას დავიწყებთ, არც მესამე ფაზა იქნება,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები