19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ვაქცინის მოლოდინში - მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, საქართველოში პირბადეების გამოყენების სტატისტიკამ კვლავ იკლო

ორ კვირაში საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით  "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რის შემდეგაც ქვეყანა პირველი რისკის კჯგუფის, მედიკოსების აცრას დაიწყებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ამერიკულ პრეპარატს, "ნოვა ვაქსს", საქართველოს კომპანიასთან ხელშეკრულება თითქმის გაფორმებული აქვს.

ავტორიზაციის მიღებისთანავე ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას პირდაპირ დამმზადებლისგან მიიღებს.

რა ხდება ამ დროს ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით - 8 000-მდე ტესტიდან 147 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილია. ამის მიუხედავად, ახალი ტალღის საფრთხე ისევ არსებობს.

მთავარი ინფექციონისტი აცახდებს, რომ საქართველოში პირბადეების გამოყენების სტატისტიკამ კვლავ დაიწია.

დღის ამბები