დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. 8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ფინალური პროცესი მცხეთაში, ზუსტად 3 საათში დაიწყება.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი დაესწრება.
"ხუთივე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს" - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამარ შაქარაშვილმა.
საქმეზე ბრალდებულია 5 პირი, მათ შორის, არასრულწლოვნები. ბრალი არც ერთს არ უღიარებია. მეტიც, დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი არც კი უნახავთ.