ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ფარულ ჩანაწერს აპროტესტებდნენ, ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. უარის შემდეგ მერიასთან წარწერის გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ დაეწერა "ბერა სატანა" და ამ ფორმით გამოეხატათ პროტესტი. დაპირისპირებამდე მერიასთან აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეები ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვეს.