08 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ობიექტური, ყველანი ველოდით ამ გადაწყვეტილებას - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ობიექტურად აფასებს. 

მისივე თქმით, მსჯავრდებულები, პროტესტის მეშვეობით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. 

"გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ობიექტური. ჩვენ ყველანი ვიყავით ამ გადაწყვეტილების მოლოდინში. გასაკვირი ის არის, თვითონ რატომ არ იყვნენ ამის მოლოდინში და მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ პირიქით - თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ისინი არიან დამნაშავეები და მათ მიესჯებოდათ. უბრალოდ, საზოგადოების თვალში რომ წარმოაჩინონ, თითქოსდა, არიან უდანაშაულოები, დგამენ ამ სპექტაკლებს 9 თვეა, არწმუნებენ საზოგადოებას. იფიქრეს, რომ მორალურად მაინც, თუ სამართლებრივად ვერა, გარკვეულ ფონს შექმნიან, რომ ვიღაცამ დაიჯეროს მათი უდანაშაულობა. იყო აბსოლუტურად ადეკვატური ასახვა როგორც მომხდარი ფაქტის, ასევე ბრალდებულების დამოკიდებულების საქმის მიმართ,"- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის საბოლოო ვერდიქტი გამოცხადდა. ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.

არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება. 

გადაწყვეტილების გამოცხადებას მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხმაური მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები