07 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
მამაკაცს, რომელმაც ცოლზე ძალადობისას მცირეწლოვანი შვილი მოკლა, ბრალი წარედგინა

36 წლის მამაკაცს, რომელიც გურჯაანში ცოლზე ძალადობისა და 8 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, ბრალი წარედგინა. 

ზურაბ შავლიაშვილს ბრალი, ოფიციალურად, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს.

დაკავებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რის შემდეგაც მათი 1 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ერთი ვერსიით, მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როდესაც ქალს ჩვილი ხელში ეჭირა, რის შემდეგაც ბავშვმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. მეორე ვერსიით, ჩვილის გარდაცვალება ასფიქსიით დაფიქსირდა.

მომხდარზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა. დაუმძიმდება თუ არა ბრალი მამაკაცს, ჯერ უცნობია. დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

მის წინააღმდეგ გამოძიება 126-ე პრიმა ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები