03 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
თბილისში ებრაული კულტურის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

თბილისში ებრაული კულტურის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები და მხატვრული მასალები. გამოფენის ორგანიზატორია "ისრაელის სახლი".

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ დღევანდელ გამოფენას დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის.

"დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული და ამას თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, მომავალი განვითარებისთვის, ასევე ტურიზმის კუთხით და ბევრ სიკეთეს მოუტანს ეს ყველაფერი ქვეყანას," - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელის თქმით, ევროკავშირი საქართველოში მსგავსი პროექტების მხარდაჭერას გააგრძელებს.

"საქართველოს ბევრი ინოვატორი და ნიჭიერი არტისტი ჰყავს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ასეთ პროექტებს და იდეაც სწორედ ამაშია. ევროკავშირი გააგრძელებს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერას. ქვეყანას გასაოცარი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს," - აცხადებს სიგრიდ ბრეტელი.

დღის ამბები