19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს იმუნიზაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა გადაეცემათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა დღეს და ხვალ ყველა იმ რაიონულ სამედიცინო ცენტრში  ჩავა სადაც ვაქცინაცია უნდა დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა ორენოვანი იქნება.

"ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს, არის ორენოვანი ცნობა , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება დაარტყამს ბეჭედს და მოაწერს ხელს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინის საქართველოში ჩამოტანას ეძღვნებოდა.

საქართველომ კოვაქსის პლატფორმის საშუალებით AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა დღეს მიიღო.

დღის ამბები