კოვიდ ვაქცინის გადანაწილება შიდა ქართლშიც დაიწყო. ვაქცინის 2 600 დოზა კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკვე რიგდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი უკვე ორშაბათიდან გორის ჰოსპიტლისა და და "გორმედის" ბაზაზე დაიწყება და ამ ეტაპზე მხოლოდ მედპერსონალი აიცრება.