17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე - თბილისის მერიას გერმანელი ექსპერტები ჩამოჰყავს

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხესთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განცხადება გაკეთდა.

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით,  პრობლემაზე მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დედაქალაქის ხელმღვანელობა აქტიურად მუშაობს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად:

"ფაქტის დადგომასთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მერიის შესაბამისი სამსახურები შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთვნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. ღონისძიებები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში.

არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო ამ გზის ჩაკეტვა. ასევე მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს ამ მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც მიმდინარეობს პირველივე წუთებიდან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და ამის შემდგომ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. მომდევნო კვირაში ჩვენ გერმანელი ექსპერტები გელოგ-ტექნარები ჩამოგვყავს," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დღის ამბები